მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში მძღოლებს მართვის მოწმობის დათმობის სანაცვლოდ უფასო საზოგადოებრივ ტრანსპორტს სთავაზობენ

საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო აბონემენტი

გერმანიის ზოგიერთ ქალაქში მძღოლებს შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი მართვის მოწმობები საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობაში გაცვალონ. შეთავაზება ნებისმიერ ადგილობრივ თუ რეგიონულ ტრანსპორტზე ვრცელდება, თუმცა გაცვლის შემთხვევაში, მართვის მოწმობა ავტომატურად უქმდება - ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

გერმანიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ საცობების შემცირებას, არამედ უფრო ეკო-მეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაციასაც შეეხება. ნებისმიერი მონაწილე, რომელიც მართვის უფლებას დათმობს, გერმანიის ტრანსპორტის ულიმიტო აბონემენტს მიიღებს, რომელიც, ჩვეულებრივ, თვეში €49 ჯდება. აღსანიშნავია, რომ პროგრამას ადგილობრივი უწყებები უძღვებიან და პირობები რეგიონების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, დორტმუნდში, მართვის მოწმობის დათმობისთვის უფასო ულიმიტო აბონემენტს მხოლოდ 2 თვით მიიღებენ, ლევერკუზენში კი პროგრამა მხოლოდ 75 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვისაა ამოქმედებული. ბონში 60 წელს გადაცილებულ ადამიანები ტრანსპორტით უფასოდ 6 თვის განმავლობაში ისარგებლებენ, ლუბეკში კი ულიმიტო აბონიმენტით 1 წლის მანძილზე იმგზავრებ, თუმცა მართვის მოწმობის თავიდან აღების უფლება საერთოდ აღარ გექნება.

2023 წელს გერმანია მაქსიმუმ 1000 ასეთ აბონემენტს გასცემს, შემდეგი ორი წლის განმავლობაში კი მხოლოდ 500-ს. 

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ულიმიტო აბონემენტი გერმანიაში ამ წლის აპრილიდან ამოქმედდა. ახალი პროდუქტი მგზავრს საშუალებას აძლევს, ადგილობრივი თუ რეგიონული ტრანსპორტით შეზღუდვების გარეშე, თვეში 49 ევროდ იმგზავროს. აბონემენტი გერმანიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სატრანსპორტო რეფორმად შეფასდა. ამოქმედების შემდეგ აბონიმენტით 3 მლნ-მა გერმანელმა უკვე ისარგებლა. მანამდე, 2022 წლის ზაფხულში, გერმანიაში 9-ევროიანი  ულიმიტო აბონემენტი მოქმედებდა, რომლის წყალობითაც, გერმანული უწყების ცნობით, ნახშირბადის ემისიები ივნისი-აგვისტოს პერიოდში 1.8 მილიონი ტონით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები