მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანიაში ქარის ახალი სადგურების მშენებლობამ იკლო

5da42cdbb7b0d
მიხეილ ხაჩიძე
14.10.19 22:20
1952

გერმანიაში ქარის ახალი სადგურების მშენებლობა მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში საგრძნობლად შემცირდა.  ქარის ენერგიის სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სექტემბრის ბოლოს მონაცემებით, მხოლოდ 147 ახალი ქარხანა გაიხსნა, რომელთა სიმძლავრეც 504 მეგავატია.



ამასთან, დედაქალაქ ბერლინში, ჰამბურგში და ბრემენში, ისევე როგორც ზაარლანდის ქალაქებში, 2019 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქარის არცერთი ახალი სადგური არ შესულა ექსპლუატაციაში. ბადენ-ვიურტემბერგში, ბავარიაში, ჰესენსა და საქსონიაში კი, მხოლოდ ორი ახალი სადგური ამოქმედდა.



როგორც სპეციალისტები განმარტავენ, შემცირების ტენდენცია სავარაუდოდ, გაგრძელდება: რადგან ნებართვების გაცემა საკმაოდ გართულდა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შემდეგ მკვეთრად მცირდება ახალი სადგურების აშენებაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა.



"ინდუსტრია ნებართვებთან დაკავშირებით გადაჭარბებული ბიუროკრატიის გამო პრობლემებს განიცდის", - განუცხადეს გერმანულ მედიას ენერგეტიკის ექსპერტებმა.

აღსანიშნავია, რომ ნელი ტემპით გაფართოება ეწინააღმდეგება ფედერალური მთავრობის გეგმებს, რომლის მიხედვითაც, გერმანიის ელექტროენერგიის მინიმუმ 65% 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. კლიმატის დაცვის პროგრამის თანახმად, რომელიც გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა გასულ ოთხშაბათს მიიღო, მთავრობას სურს, ქარის ენერგიის სიმძლავრე 2030 წლისთვის 14-დან 18 გიგავატამდე გაზარდოს. ანალიტიკოსების აზრით კი, ამჟამინდელი სტატისტიკით, ეს ძნელად არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მომავალში გერმანიის მასშტაბით, ქარის წისქვილები საცხოვრებელი სახლებიდან 1000 მეტრი დაშორებით უნდა მდებარეობდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები