მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანიის ელჩის მიერ მამუკა ხაზარაძის ოჯახის კუთვნილი უძრავი ქონების იჯარის საკითხზე RS ფაქტების მოკვლევას იწყებს

შემოსავლების სამსახური

გერმანიის ელჩის მიერ მამუკა ხაზარაძის ოჯახის კუთვნილი უძრავი ქონების იჯარის საკითხზე RS ფაქტების მოკვლევას იწყებს - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩისთვის, ერნსტ პეტერ ფიშერისთვის სავარაუდოდ იჯარით გაცემისას, საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების თაობაზე.

საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ პოზიციების მოსასმენად BM.GE-მ კითხვებით საქართველოში გერმანიის საელჩოსა და პოლიტიკურ პარტია "ლელოს" მიმართა და მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები