მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია გეგმავს, მედია უფლებები კერძო ინვესტორებზე გაყიდოს

ბუნდესლიგა მედია უფლებები

გერმანული ფეხბურთის მმართველი ორგანო მედია უფლებების გაყიდვას კერძო ინვესტორებზე 1,1 მილიარდ დოლარად აპირებს.

დეკემბერში გერმანული საფეხბურთო ლიგის პირველი და მეორე დივიზიონის 36 გუნდი ხმებს მედია უფლებების გაყიდვასთან დაკავშირებით მისცემენ.

მაისში გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ხმების ⅔ ვერ მოიპოვა, რის გამოც ეს ინიციატივა ჩავარდა.

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას ინვესტორების მოზიდვა და საგარეო ფინანსები სურს, რაც იმითაა გამოწვეული, რომ გერმანული ფეხბურთი ყურებადობის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ჩამორჩება ესპანურ ლა ლიგასა და ინგლისურ პრემიერ ლიგას.

აღსანიშნავია, რომ გერმანელი გულშემატკივრები ამ ინიციატივის მოწინააღმდეგეები არიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ფეხბურთის კომერციალიზაციას გამოიწვევს და თამაშს ხიბლს დაუკარგავს.
ცნობისთვის, “CVC Capital Partners”, “Blackstone” და “Advent International” არიან ის კომპანიები, რომლებიც გერმანული მედიის უფლებების სანაცვლოდ თანხის დაბანდებას აპირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები