მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანიის განათლების მინისტრი წულაძეს თანამშრომლობის შეჩერების მიზეზებზე სწერს

ოზდემირი

საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას "ქართული ოცნების" მიერ ევროპული გზიდან გადახვევის გამო აჩერებს - ამის შესახებ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური მინისტრის, ჩემ ოზდემირი ალექსანდრე წულაძეს სწერს. წერილი ექსკლუზიურად RND-მ მოიპოვა.

საქმე ის არის, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობა გაყინა. ინფორმაცია გუშინ, საქართველოში გერმანიის ელჩის მიერ გახდა ცნობილი.

გერმანიის ელჩის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში შეწყდება სტუდენტთა მობილობა, ასევე საქართველოს მონაწილეობა კვლევებსა და ევროკავშირის პროგრამებში.

"უკვე ორ თვეზე მეტია, საქართველოში ხალხი მშვიდობიან დემონსტრაციებს მართავს თავისი ევროპული მომავლისთვის. დემონსტრანტებს შორის ასევე არის უამრავი მეცნიერი, რომლებიც მხარს უჭერენ თავისუფალ მეცნიერებას და ევროინტეგრაციას. აკადემიური თავისუფლება დაცული უნდა იყოს. ეს არის ასევე ორ ქვეყანას შორის წინა თანამშრომლობის საფუძველი.

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ და საქართველოში აკადემიური თავისუფლების მზარდი შეზღუდვა ხელს უშლის ჩვენი თანამშრომლობის მიზნების განხორციელებას. ამიტომ, მე გადავწყვიტე შევაჩერო დაგეგმილი თანამშრომლობა თქვენს სამინისტროსთან". - წერს ოზდემირი.

"განათლების წარმავალმა მინისტრმა კუდი მოიქნია" - ირაკლი კობახიძე გერმანიის გადაწყვეტილებაზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები