გერმანიის მთავრობამ 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა და 1.3%-დან 1%-იან ნიშნულამდე დაიყვანა.
მთავრობის ეს გადაწყვეტილება ევროპის უმსხვილეს ეკონომიკაში არსებულ სტაგნაციასა და სტრუქტურულ გამოწვევებს უკავშირდება, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა.
ანალიტიკოსების განმარტებით, ზრდის ტემპის კორექტირება იმაზე მიუთითებს, რომ გერმანიის ეკონომიკის აღდგენის პროცესი იმაზე რთული და ხანგრძლივი იქნება, ვიდრე ამას მთავრობა აქამდე ვარაუდობდა.
ეკონომიკური აქტივობის შენელება პირდაპირ კავშირშია გეოპოლიტიკურ არასტაბილურობასთან და საინვესტიციო გარემოს გაუარესებასთან. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში გერმანული საავტომობილო ინდუსტრიაა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე პრობლემას ებრძვის, მათ შორის მთავარი კი ჩინეთიდან მომავალი ზეწოლა და ევროკავშირის რეგულაციებია.
მთავრობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ 1%-იანი მაჩვენებელი მაინც პოზიტიურ დინამიკაზე მიანიშნებს, თუმცა არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ ქვეყანამ წელსაც ვერ მოახერხოს ამ 1%-იანი ზრდის დაფიქსირდება და ისევ სტაგნაციაში დარჩეს, როგორც 2025 წელს, როცა მშპ-ის მატება სულ რაღაც 0.2% იყო.




























