მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის მთავრობამ რუსულ Rosneft-ს ნავთობის გადამმუშავებელი უმსხვილესი ქარხანა ჩამოართვა

632435814ef26
გიორგი თოლორდავა
16.09.22 12:53
3502
ეროვნული ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გერმანიის მთავრობამ რუსულ Rosneft-ზე ნავთობის გადამმუშავებელი უმსხვილესი ქარხნის ჩამორთმევისა და აღნიშნული აქტივის ნაციონალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ქალაქ შვედტში 1960-იან წლებში აშენებული ქარხანა აქამდე რუსული ენერგოგიგანტის შვილობილი კომპანიის, Rosneft Deutschland-ის კონტროლის ქვეშ იყო და დედაქალაქ ბერლინის საწვავით მომარაგების თითქმის 90%-ს უზრუნველყოფდა.

ქარხნის კოლოსალური სტრატეგიული მნიშვნელობისა და ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთის მთავრობის მხრიდან მომავალი საფრთხის ზრდის ფონზე, გერმანიის მთავრობა იძულებული გახდა, რომ საგანგებო პროცედურა აემოქმედებინა და ქარხანა მის მფლობელ კომპანიაზე ჩამოერთვა.

„სახელმწიფოს მიერ მეურვეობის უფლების გადმობარებით ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები შემცირდა. შვედტის გადამამუშავებელი ქარხანა მომავალშიც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას, მიუხედავად Rosneft-ის გადაწყვეტილებისა“, - განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ეს გერმანიის მთავრობის მიერ სტრატეგიული ობიექტების ნაციონალიზაციის პირველი შემთხვევა არ არის, ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ენერგეტიკის სამინისტრომ Gazprom Germania-სა და მისი აქტივების კონტროლიც გადაიბარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები