მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის პრეზიდენტმა ირანის ომი საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა

ფრანს ვალტერ შტაინმაიერი

გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებები მკაცრად დაგმო და მას „საერთაშორისო სამართლის დარღვევა“ უწოდა.

ბერლინში დიპლომატების წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის მხრიდან ირანზე თავდასხმის გამართლება „არასწორია“ და ომს „პოლიტიკურად კატასტროფული შეცდომა“ უწოდა. შტაინმაიერმა, რომელიც თავად მონაწილეობდა ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში, აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი თავიდან აცილებადი და “ზედმეტი” იყო. შტაინმაიერმა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ამჟამინდელი კრიზისი 2022 წელს რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტას შეადარა და აღნიშნა, რომ აშშ-სთან კავშირები „2025 წლის 20 იანვრამდე“ (ტრამპის ინაუგურაციამდე) არსებულ მდგომარეობას ვეღარასოდეს დაუბრუნდება.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გერმანიის მთავრობას მოუწოდა, გახდეს უფრო დამოუკიდებელი აშშ-სგან როგორც თავდაცვის, ისე ტექნოლოგიების სფეროში. მისი ხედვით, გერმანიის არმია ევროპის კონვენციური თავდაცვის ხერხემალი უნდა იყოს, რათა ქვეყანამ გერმანიის შიდა პოლიტიკურ პროცესებში თეთრი სახლის ადმინისტრაციის ჩარევა თავიდან აიცილოს.

ანალიტიკოსების შეფასებით, პრეზიდენტის ეს განცხადება კანცლერ ფრიდრიხ მერცზე დამატებით პოლიტიკურ წნეხს შექმნის. მართალია, მერცი სულ უფრო კრიტიკულადაა განწყობილი აშშ-ის სტრატეგიის მიმართ, თუმცა ის ომისთვის „უკანონოს“ წოდებისაგან დღემდე თავს იკავებს. შეგახსენებთ, რომ გერმანიის პრეზიდენტის როლი მეტწილად ცერემონიულია, თუმცა მის სიტყვას ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებზე დიდი გავლენა აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები