მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის თანადაფინანსებით სამტრედიაში წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემის მშენებლობა იწყება - ბიუჯეტი €51 მლნ-ია

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ სამტრედიის წყალარინებისა და სანიაღვრე ინფრასტრუქტურის მშენებლობას იწყებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით €51 მლნ-ზე მეტი დაიხარჯება.

პროექტზე, რომლის დასრულებაც 2027 წელს არის დაგეგმილი, ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიორგი შონიამ და კონტრაქტორი კომპანია - JV of YDA Insaat San. Ve Tic. A.S. & MITAS Prj. Ins. Teks. ve San. Ver Tic. A.S-ის წარმომადგენელმა, ოზჯან ჩაქმაქმა მოაწერეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

უწყების ცნობით, პროექტი ითვალისწინებს ქალაქის მთავარი კოლექტორის დაახლოებით 5 კმ-იანი მონაკვეთის აშენებას, 4 მთავარი სატუმბი სადგურისა და 12-მდე მიკრო ამწევი სადგურის მოწყობას, რაც უზრუნველყოფს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას რთული რელიეფის პირობებშიც. ასევე, დაგეგმილია დაახლოებით 140 კმ გრავიტაციული საკანალიზაციო ქსელისა და დამატებით 3 კმ წნევითი მილსადენის მოწყობა.

სანიაღვრე ინფრასტრუქტურის გაძლიერების მიზნით, აშენდება დაახლოებით 5.6 კმ გოფრირებული მილები, რეაბილიტირდება და ახლით ჩანაცვლდება 21 კმ-მდე ბეტონის სანიაღვრე არხი, ხოლო არსებული არხების დაახლოებით 3 კმ მონაკვეთი გაიწმინდება და განახლდება. სამუშაოების ფარგლებში, ასევე მოეწყობა ახალი ბეტონის ჭები და თვითდენითი ჩამშვები ნაგებობები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყალგამტარი სისტემების გამძლეობასა და ეფექტიანობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები