მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: EU-მ რუსეთიდან გაზის იმპორტის აკრძალვა უნდა განიხილოს

624a85df8ee06
თამთა ჯიჯავაძე
04.04.22 09:43
813
ევროკავშირმა რუსეთიდან გაზის იმპორტის აკრძალვა უნდა განიხილოს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა განცხადა მას შემდეგ, რაც უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სასტიკი ქმედებების შესახებ გახდა ცნობილი.

„ამას უნდა ჰქონდეს პასუხი. ასეთი დანაშაულები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს“, - აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა ადგილობრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც განაცხადა, რომ პუტინი და მისი მხარდამჭერები ბუჩაში მომხდარზე საპასუხო „შედეგებს იგრძნობენ“.

ცნობისთვის, ევროპა გაზის 40%-ით რუსეთიდან მარაგდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები