მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანული Hellmann ჩინეთ-ევროპას შორის ბლოკ-მატარებლის დანიშვნას გეგმავს

626bbd5be039b
ნინო ტაბატაძე
29.04.22 14:13
1332

გერმანული Hellmann WorldwideLogistics პარტნიორებთან ერთად ჩინეთ-ევროპას შორის ბლოკ-მატარებლის დანიშვნას გეგმავს.

საკონტეინერო მატარებელი ჩინური სუჩჟოუდან წამოვა და შუა დერეფნის, ყაზახეთი- აზერბაიჯანი- საქართველოს გავლით, ტვირთს ევროპაში ჩაიტანს.

ინფორმაციას სააგენტო Trend-ი აზერბაიჯანში Hellmann-ის წარმომადგენლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შემადგენლობაში შედის 41 ერთერული 40-ფუტიანი კონტეინერი. მატარებელი სუჩჟოუდან ყაზახეთში შევა, საიდანაც „ყაზახეთის რკინიგზა“ ტვირთს მიიტანს აქტაუს პორტში და შემდეგ ფიდერული გემით ბაქოს პორტში ჩავა“, - განმარტავს Hellmann-ის წარმომადგენელი და აღნიშნავს, რომ ამ ტვირთის ტრანსპორტირება ევროპაში ამ დრომდე რუსეთის გავლით ხდებოდა.

მისივე თქმით, ეს მარშრუტი იქნება კომერციული კომპანიების მიერ ორგანიზებული ერთ-ერთი პირველი პროექტი.

„იგეგმება მატარებლით რეგულარული რეისების შესრულება თვეში  1-2-ჯერ“, - აცხადებს Hellmann -ის წარმომდგენელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები