ნიდერლანდელ ფეხბურთელს ანვარ ელ ღაზის ბუნდესლიგის კლუბმა “მაინცმა” კონტრაქტი გაუწყვიტა, რისი მიზეზიც პროპალესტინური განცხადებები გახდა.
ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის” ისრაელის ტერიტორიაზე გატარებული სადამსჯელო ოპერაციების შემდეგ, ფეხბურთელმა მხარდაჭერა მოიერიშეებს გამოუცხადა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა, დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა და ისრაელის არსებობის უფლებაც ეჭვქვეშ არ დააყენა.
ამის შემდეგ გერმანულმა გუნდმა მას კონტრაქტი გაუწყვიტა და მის განცხადებაზე საქმე აღძრა კობლენცის პროკურატურამაც.
"ბრალდებული ეჭვმიტანილია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში დანაშაულებრივი ქმედებების გამართლების სახით და ზიზღის გაღვივებით ხალხებს შორის", - აღნიშნულია სამართალდამცველთა განცხადებაში.
როგორც ჩანს ელ ღაზი თავის განცხადებებს არ გმობს, რადგან მოგვიანებით სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე კვლავ ღაზის სექტორისა და პალესტინის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.