მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გგონიათ, ანტივაქსერი ისაა, ვინც ამბობს, რომ დაგვჩიპავენო?! - იმნაძე

60a8186bddcb9
თამთა ჯიჯავაძე
22.05.21 00:29
6276
თქვენ გგონიათ რომ ანტივაქსერი ისაა, რომელიც ამბობს დაგვჩიპავენო? ეგ არ არის ანტივაქსერი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ანტივაქსერი ისაა, რომელიც სხვადასხვა ვაქცინაზე ამბობს, რომ არ ვარგაო და ადამიანებს რწმენას ურყევს ვაქცინის მიმართ.

„შენს ქვეყანას როდესაც რაღაც უჭირს და შენმა ქვეყანამ, როდესაც დიდი ძალისხმევით ვაქცინა მოიპოვა, რომელიც უკვე მსოფლიოს 35 ქვეყანაში გამოიყენება, შენ მოქალაქეებს ამ დროს რწმენას ურყევ?“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მან ჩინური ვაქცინა „სინოვაკის“  შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.

„მიიღებს ეს ვაქცინა ავტორიზაციას, გამორიცხულია ვერ მიიღოს. საკმაოდ კარგი მტკიცებულებებია შეგროვებული იმისათვის, რომ ეს ვაქცინა ნამდვილად იქნეს ჯანმოს მიერ ავტორიზებული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ [ენტონი] ფაუჩის ნათქვამს, ის ვაქცინაა კარგი, რომლითაც შეგიძლია დღეს აიცრა, ვინაიდან დასაკარგი დრო არ გვაქვს, ჩვენს ქვეყანას დასაკარგი დრო არ აქვს. ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადასარჩენია“ - განაცხადა იმნაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები