გარემოს დაცვის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, შესაბამისმა სამსახურებმა შოვში განვითარებული მოვლენების დროს სხვა ქვეყნების დახმარების საჭიროება ვერ დაინახეს, ამიტომ ქვეყანა სტიქიას საკუთარი ძალებით გაუმკლავდა.
მისი თქმით, მაშველები სტიქიის მოხდენიდან ადგილზე მალევე იყვნენ და მისთვის გაუგებარია ღამის ვერტმფრენი სიტუაციას როგორ უშველიდა.
„შესაბამისმა სამსახურებმა ვერ დაინახეს საჭიროება, რომ ვინმესთვის დახმარება გვეთხოვა. რატომ უნდა ყოფილიყო ამის შეფერხება, თუ ამის საჭიროება იდგა და თუ ეს ადამიანებს უშველიდა ეს უსწრაფესად იქნებოდა განხორციელებული. იმ პროცესში როგორც კი სტიქია მოხდა, მაშველებიც, სპეციალისტებიც მაქსიმალურად სწრაფად იყვნენ ადგილზე მობილიზებული.
ვერტმფრენებზე იყო ასევე საუბარი, რომ ღამის ვერტმფრენები არ გვყავს. ამ სიტუაციაში შესაბამისმა სამსახურებმა ვერ დაინახეს საჭიროება რაიმე ტიპის დახმარება ეთხოვა სხვა ქვეყნისთვის, რომელიც იმ სიტუაციაში ჩვენ რაღაცნაირად გამოგვადგებოდა და ჩვენი ძალებით ვერ გაუმკლავდებოდით.
ღამის ვერტმფრენი როგორ უშველიდა ამ სიტუაციას? მაშველები იქ სტიქიის მოხდენიდან მალევე იყვნენ, შემდგომ იყო ვერტმფრენები, უმალვე განხორციელდა ყველა ღონისძიება, შესაბამისად, რაც კი შეიძლებოდა გაკეთებულიყო ყველაფერი გაკეთდა და სხვა ქვეყნის დახმარებით უფრო მეტი ვერ გაკეთდებოდა, თუმცა ჩვენ არა ერთხელ მიგვიმართავს ჩვენი მეზობლებისთვის და ამ შემთხვევაშიც ასე ექნებოდა“, - განაცხადა მან.