გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ღაზას მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებაზე სწრაფი და შეუფერხებელი წვდომა უნდა ჰქონდეს.
ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გამართულ პრესკონფერენციაზე ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას ანტონიო გუტერეშმა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარულ დახმარებაზე სწრაფი, შეუფერხებელი წვდომა აუცილებელია ტერიტორიის ორ მილიონზე მეტი მოსახლეობისთვის.
გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, მათ უნდა შეეძლოთ დახმარების მიღება და მისი უსაფრთხოდ განაწილება.