მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ღირებულება შემცირებულია" - რა ჯდება საქართველოში მზის 1 მგვტ დადგმული სიმძლავრე?

მზის პანელები

"თიბისი კაპიტალის" კვლევის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მზის სადგურის ერთი მეგავატი დადგმული სიმძლავრის ღირებულება დამატებით საგრძნობლად შემცირებულია.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოს მაგალითზე ღირებულება $445,000-ს შეადგენს.

ხარჯის უდიდესი ნაწილი მზის პანელებსა და ინსტალაციაზე მოდის. უფრო დეტალური სტრუქტურა კი ასე გამოიყურება:

კვლევაში ასევე საუბარია გლობალურ ტენდენციაზე და აღნიშნულია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მზის ენერგიის მნიშვნელოვნად გაზრდილი სიმძლავრეები მეტწილად ტექნოლოგიის ფასის საგრძნობი შემცირებით აიხსნება. 2010 წელთან შედარებით მზის პანელების საშუალო ფასი გლობალურად 89%-ით არის შემცირებული. მიუხედავად სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით დაბალი ეფექტურობისა, შემცირებული ხარჯები საკმარისია მზის პროექტების კომერციალიზაციისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები