„ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით.
პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
პრეზიდენტ ტრამპს და ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ვუსამძიმრებ ამ თავდასხმის დროს დაღუპულის ოჯახს“,- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ტრამპზე თავდასხმას გამოეხმაურნენ და ძალადობა დაგმეს საქართველოს პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა და უმრავლესობის ლიდერმა.
ყოფილ პრეზიდენტს თავს დღეს დაესხნენ. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.