2023 წელს ადგილობრივ ექსპორტში ყურძნის ნატურალური ღვინოების წილმა 9.2% შეადგინა. 2022 წელს კი, 6.8% იყო. საქართველოდან გასულ წელს 257.7 მლნ აშშ დოლარის ღვინო გაიყიდა, რაც 2022 წლის მონაცემზე მცირედით, 2.4%-ით მეტია, როცა საქართველოდან ექსპორტზე 251.6 მლნ აშშ დოლარის ღვინო გავიდა.
ექსპორტის ღირებულების ზრდის მიუხედავად, ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანილი ღვინის მოცულობა 11.9%-ით შემცირდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექსპორტირებული ღვინის ღირებულება გაიზარდა. 2022 წელს საქართველომ 101 662 ტონაზე მეტი ღვინო გაყიდა, 2023 წელს კი 89 509 ტონა.
საექსპორტო ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:
- რუსეთი - 168.3 მლნ დოლარის 62,282 ტონა;
- პოლონეთი - 15 მლნ დოლარის 5,973 ტონა;
- უკრაინა - 14.4 მლნ დოლარის 5,188 ტონა;
- ჩინეთი - 11.6 მლნ დოლარის 3,165 ტონა;
- ყაზახეთი - 9 მლნ დოლარის 2,914 ტონა;
- ბელარუსი - 8 მლნ დოლარის 2,802 ტონა;
- აშშ - 5.6 მლნ დოლარის 906 ტონა;
- გერმანია - 4.6 მლნ დოლარის 991 ტონა;
- ლატვია - 4 მლნ დოლარის 1,147 ტონა;
- ლიეტუვა - 2.1 მლნ დოლარის 651 ტონა.
ბოლო თვეების ტენდენციით, მთავარი საექსპორტო ბაზარზე, რუსეთში გაყიდული ღვინის მოცულობა და თანხაც მცირდებოდა. აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით უცვლელი ტრენდი, დეკემბერში მცირედით შეიცვალა და ზრდა დაფიქსირდა. შედეგად 2023 წელს საქართველოდან რუსეთში 168.3 მლნ დოლარის 62,282 ტონა ღვინო გაიყიდა, მაშინ როდესაც 2022 წელს ამ მიმართულებით 160.8 მლნ აშშ დოლარის 69,905 ტონა ღვინის ექსპორტი განხორციელდა. შედეგად, მხოლოდ რუსეთში გასულ წელს გაყიდული ღვინის მოცულობა 10.9%-ით შემცირდა, ღირებულება კი, 4.6%-ით გაიზარდა.
ბოლო 5 თვის სტატისტიკა ასეთია:
- აგვისტო - 12,9 მლნ აშშ დოლარი; კლება 28.7%;
- სექტემბერი - 16.9 მლნ აშშ დოლარი; კლება 11%;
- ოქტომბერი - 14.9 მლნ აშშ დოლარი; კლება 23.5%;
- ნოემბერი - 13.4 მლნ აშშ დოლარი; კლება 35.8%;
- დეკემბერი - 10.7 მლნ აშშ დოლარი; მატება 1.1%.
თუმცა, გასულ თვეშიც შემცირდა მოცულობა. 4,048 ტონიდან, 3,993 ტონამდე.