2026 წლის I კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 51 ქვეყანაში ექსპორტირებულია 17,3 მლნ ლიტრი ღვინო, რომლის ღირებულება 53,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ექსპორტის სტატისტიკას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
პრესრელიზში როგორც ღვინის ისე, ალკოჰოლური სასმელების გაყიდვების ძირითად საექსპორტო ქვეყანაში - რუსეთში ექსპორტის მაჩვენებელი წარმოდგენილი არ არის. საქართველოს სავაჭრო ბრუნვის I კვარტალის ოფიციალურ სტატისტიკას კი საქსტატი 20 აპრილს გამოაქვეყნებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 5%-ით, ხოლო ღირებულება 7%-ით გაიზარდა. უწყება
„ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებიდან პირველ კვარტალში განსაკუთრებული ზრდა გერმანიაში დაფიქსირდა, სადაც ექსპორტმა 375 ათას ლიტრს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით მეტია. 9%-ით გაიზარდა ექსპორტი დიდ ბრიტანეთში და 86 ათას ლიტრს მიაღწია. ასევე, 4%-იანი ზრდა ფიქსირდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც ექსპორტირებულია 831 ათასამდე ლიტრი ღვინო.
პირველ კვარტალში, სპირტიანი სასმელების ექსპორტი 38 ქვეყანაში განხორციელდა. ჯამში ექსპორტირებულია 7,6 მლნ ლიტრი, 56,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია. ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 3%-ით გაიზარდა“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




























