ნორვეგიის სამხრეთით, ზღვისპირა ქალაქ კრისტიანსენდში უკვე ერთი წელია სტუმრებს ქართული ღვინის ბარი მასპინძლობს. “ღვინო” ასე ჰქვია ევროპაში მდებარე ქართულ ობიექტს, რომელმაც ერთი წლის თავზე - უკვე მოახერხა და არაერთი ერთგული მომხმარებელი შემოიკრიბა. ქართული ღვინის ბარი ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნის მოსახლეობასა თუ იქ ჩასულ სტუმრებს ჩვენი ქვეყნის საამაყო, 8000 წლიანი ისტორიის მქონე მეღვინეობას აცნობს. ქართული ღვინის პოპულარიზაცია მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ობიექტის დამფუძნებლები, უკვე მესამე წელია - ქართული ღვინის ღონისძიების ორგანიზებაში არიან ჩართულნი. როგორ ჩაიარა წლევანდელმა ღვინის დღეებმა და როგორია ქართული ბიზნესის ევროპული გზა?
სტუმარი: ნათია ყურუა - „ღვინოს“ თანადამფუძნებელი;
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად