მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღია ბანკინგის თემაზე პანელური დისკუსია გაიმართა - სებ-ი

60acd7096b7b3
ინგა მურუსიძე
25.05.21 15:30
448
საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისის ინიციატივით, ღია ბანკინგის სტანდარტის დანერგვის მეორე ეტაპთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც bm.ge-ს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, შეხვედრა პანელური დისკუსიის ფორმატით გაიმართა, რომელშიც ეროვნული ბანკის, საბანკო ასოციაციისა და ფინტექ ასოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს საბანკო ასოციაციამ ღია ბანკინგის საერთო სტანდარტების შექმნაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2020 წლის პირველ ნახევარში დაიწყეს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ღია ბანკინგი ფინტექ ეკოსისტემის სწრაფი განვითარებისათვის მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს ქმნის, რაც აუცილებელია ფინანსურ სექტორში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებისა და საერთო სტანდარტების შექმნისთვის.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისს და მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები