მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გია ვოლსკი და დავით მათიკაშვილი ყირგიზეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ

ყირგიზეთი დელეგაცია
03.06.24 16:24
593

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საქართველოში ვიზიტად მყოფ ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯოგორკუ კენეშის (პარლამენტი) ყირგიზეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებები და ისეთი თემები განიხილეს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს, ბიზნესის ხელშეწყობას, ტურიზმის განვითარებას და სატრანზიტო ინფრასტრუქტურის მოწყობას შეეხება.

„ყირგიზეთი საინტერესო ქვეყანაა, რომელიც საკმაოდ ინტენსიურად და სწრაფად ვითარდება. ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაცია დაინტერესებულია გაეცნოს საქართველოს იმ მიღწევებს, რომლებიც ბიზნესის განვითარებას და მის ხელშეწყობას, ასევე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის და მთიანი რეგიონების განვითარებას შეეხება.

რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, გარკვეული პოზიციები შეჯერდა იმასთან დაკავშირებით, რომ ყირგიზეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან მიმართებაში არასდროს რაიმე კითხვის ნიშანს არ დასვამს. კარგი იქნებოდა, რომ მხარი დაეჭირათ გაეროს იმ რეზოლუციისთვის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნების საკითხს შეეხებოდა, თუმცა მივაღწიეთ იმას, რომ თუ ისინი ადრე ამ რეზოლუციის წინააღმდეგები იყვნენ, ახლა უკვე რეზოლუციაზე კენჭისყრისგან თავს იკავებენ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაცია ასევე შეხვდა ყირგიზეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს დავით მათიკაშვილს. შეხვედრაზე ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები