მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიდები და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული პირები დახმარების მიღმა არიან - გიდების ასოციაცია

5ea41832078dc
ვიქტორია მღებრიშვილი
25.04.20 15:15
2398
საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია გუშინ, მთავრობის მიერ გაცხადებულ ანტიკრიზისულ გეგმაში გიდების ფინანსური მხარდაჭერის არარსებობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ტურიზმის ადმინისტრაციასა და ტურისტულ ცენტრებს არსებული პრობლემის გადაჭრისკენ მოუწოდებს.

BM.GE ახალგაზრდა გიდების ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ვუერთდებით ტურისტული გიდების უდიდესი ნაწილის გულისწყვეტას და ვუცხადებთ მათ სრულ მხარდაჭერას თავიანთი უფლებების დაცვის ნაწილში.

ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ასოციაცია იყო პირველი, რომელმაც გაავრცელა ტურისტული გიდების მხარდასაჭერი განცხადება პანდემიის გამოცხადების დღიდან https://bit.ly/2yDn5Ud .

მიგვაჩნია, რომ ტურისტული გიდები და ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული პირები სამწუხაროდ არიან დარჩენილი გამოცხადებული ფინანსური დახმარების მიღმა და ის ვერ პასუხობს, უმუშევრად მყოფი ასეულობით ჩვენი კოლეგის ღირსეულ ფინანსურ უზრუნველყოფას.

შესაბამისად, ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობით და საკომუნიკაციო არხებით, შევეცდებით მაქსიმალურად მივაწვდინოთ თქვენი ხმა შესაბამის სამსახურებს - ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ადგილობრივ ტურისტულ ცენტრებს, რათა დროულად მოხდეს ამ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტა.

ჩვენ ვინარჩუნებთ ასოციაციის ყველა წევრთან მჭიდრო ურთიერთობას, ასევე მზად ვართ ასოციაციის არაწევრ გიდებს აღმოუჩინოთ დახმარება საჭიროების შემთხვევაში.

საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის მთავარი საზრუნავია, დაიცვას ტურისტული გიდების ინტერესები და მოითხოვოს ღირსეული ფინანსური დახმარების გაწევა.

პატივისცემით,
საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილი", - ნათავქმია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები