ბიოტექნოლოგიური გიგანტი Gilead-ი კიბოს თერაპიის დეველოპერ Arcellx-ს ყიდულობს. გარიგების ჯამური ღირებულება 7.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
შერწყმის მთავარი ღირებულება Arcellx-ის წამყვანი ტექნოლოგია, Anito-cel-ია. ეს არის ინოვაციური უჯრედოვანი თერაპია, რომელიც გათვლილია რეციდიული და რეფრაქტერული მიელომის სამკურნალოდ.
გარიგების პირობების თანახმად, Gilead-ი დაუყოვნებლივ გადაიხდის დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს ნაღდი ფულის და აქციების სახით, ხოლო დარჩენილი 5.8 მილიარდი დოლარი გადანაწილდება კლინიკურ, მარეგულირებელ და კომერციულ მიღწევებზე.
ანალიტიკოსების შეფასებით, ეს გარიგება კიდევ უფრო ამწვავებს კონკურენციას კიბოს მკურნალობის ბაზარზე, სადაც მთავარი მოთამაშეები ამჟამად Johnson & Johnson და Bristol Myers არიან.




























