მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gilead-ი ევროპის 37 ქვეყანას 500 000 დოზა "რემდესივირს" მიაწვდის

5f7f5ab3afea6
თამთა ჯიჯავაძე
08.10.20 22:28
1430
ფარმაცევტულმა კომპანია Gilead Sciences-მა განაცხადა, რომ ის თანახმაა ევროპას მიჰყიდოს 500 000 დოზა "რემდესივირი", რომლითაც კორონავირუსს მკურნალობენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ცნობით, ევროპის კონტიტენტი ცდილობს აღნიშნული პრეპარატის დასაწყობებას, ვინაიდან სწორედ "რემდესივირია" ერთ-ერთი იმ ორ პრეპარატს შორის, რომელსაც კორონავირუსზე სამკურნალოდ იყენებენ.

Gilead Sciences-სა და ევროპას შორის შეთანხმება ითვალისწინებს მომდევნო ექვსი თვის მანძილზე 37 ქვეყნისთვის პრეპარატის მიწოდებას. მათ შორის არის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ბრიტანეთი, ბალკანეთის ექვსი ქვეყანა, ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია.

ცნობისთვის, აშშ-ში ერთი ფლაკონი "რემდესივირი" კერძო დაზღვევით პაციენტებისთვის $520 ღირს, ხუთდღიანი კურსი კი $3 120 ჯდება. აშშ-ის გარდა, სხვა განვითარებულ ქვეყნებში ერთი ფლაკონის ღირებულება $390-ია, ხოლო ხუთდღიანი კურსი $2,340 ჯდება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ორ-სამ კვირაში საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი „რემდესევირი“ და მონოკლონური ანტისხეულები, რომელთაც კორონავირუსის სამკურნალოდ იყენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები