მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი არაბიძე FIFA-ში გასაჩივრების შედეგად “ულსანისგან” $2,8 მილიონს მიიღებს

გიორგი არაბიძე ულსანი

გიორგი არაბიძემ, რომელიც გასული წლის ზაფხულში “ულსან ჰიუნდაის“ შეუერთდა, სამხრეთკორეულ კლუბს ფიფაში საქმე მოუგო - კომპენსაციის სახით ქართველი ფეხბურთელი $2,8 მილიონს მიიღებს. ამის შესახებ სამხრეთკორეული პრესა იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ შემტევს “ულსანთან” კონტრაქტი 2027 წლის დეკემბრამდე აკავშირებდა, თუმცა გუნდმა მისი გაშვება ზამთარშივე გადაწყვიტა, რათა სხვა უცხოელი ფეხბურთელი გაეფორმებინა. შედეგად ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი ცალმხრივად გაუწყვიტეს, რის შემდეგაც ფეხბურთელი საქართველოში დაბრუნდა და “ულსანის“ ქმედებები ფიფაში გაასაჩივრა და კლუბი კონტრაქტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.

ვინაიდან არაბიძეს “ულსანთან“ კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე აკავშირებდა, ამიტომ, გამოცემა Sports Seoul-ის ინფორმაციით, ფიფამ კლუბს დაავალა, ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტის ამოწურვამდე ხელფასის სახით გათვალისწინებული მთელი თანხა გადაუხადოს, რაც დაახლოებით $2,8 მილიონს შეადგენს. სამხრეთკორეული მედიის ინფორმაციით, “ულსანი“ აპირებს, ფიფას გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები