მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ბაჩიაშვილის ბიოგრაფია, რომელსაც პროკურატურა 8,200 ცალი ბიტკოინის მითვისებას ედავება

64a6aab05bb98
შოთა ტყეშელაშვილი
06.07.23 16:05
1269
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაიწყო. პროკურატურის განცხადებაში ის გ.ბ.-ს სახელით არის მოხსენიებული, რომელიც სწორედ გიორგი ბაჩიაშვილია. BMG პროკურატურასაც დაუკავშირდა, იმის გასარკევად, ვინაა ინვესტორი და ვინ შეიტანა საჩივარი, მაგრამ მეტს ჯერჯერობით არც იქ ამბობენ.

პროკურატურის განცხადებაში საუბარია მითვისებულ 8 253 ბიტკოინზე, რომელთა ღირებულებაც "მითვისების" პერიოდში იყო 39 მილიონი დოლარი. (დღევანდელი კურსით ეს პორტფელი 258 მილიონი დოლარი ღირს).

თანაინვესტირების ფონდის ვებგვერდის თანახმად, ბაჩიაშვილი ამჟამად ფონდის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობს, 2022 წლის მაისამდე კი ის საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაშიც იყო. ბიძინა ივანიშვილის საინვესტიციო ფონდს ბაჩიაშვილი 2013 წელს, მისი დაფუძნებიდან 2019 წლის მაისამდე ხელმძღვანელობდა. იქამდე 2012-2013 წლებში იყო საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2011-2012 წლებში ეკავა ბიძინა ივანიშვილის Unicor Management Company-ის CEO-ს პოსტი.

გიორგი ბაჩიაშვილის Linkedin-ის გვერდის მიხედვით, მისი პროფესიული ბიოგრაფია ასეთია:

განათლება:

• კავკასიის უნივერსიტეტი - 2001-2005 ფინანსები;
• Insead - 2009-2010 MBA;

სამუშაო გამოცდილება:

• საქართველოს ბანკი - 2005 - 2007 წლები, სავაჭრო ქსელის განვითარების მიმართულება;
• დაბი ჯგუფი - 2007-2008 წლები, პროექტის მენეჯერი;
• Booz & Company - 2010-2011 წლები, პარტნიორი;
• Unicor Management Company - 2011-2012 წლები, CEO;
• საპარტნიორო ფონდი - 2012-2013 წლები, დირექტორის მოადგილე;
• თანაინვესტირების ფონდი - 2013 - 2019 წლები, CEO; 2019-დღემდე, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე;
• Mission Gate - 2014- დღემდე, დამფუძნებელი და CEO.

პროკურატურის განცხადება იხილეთ სრულად