მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებები უბრალოდ გულდასაწყვეტია - ლევან დავითაშვილი

გიორგი ბაჩიაშვილი

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ საპარტნიორო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებები გულდასაწყვეტია.

საქმე ის არის, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა "ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რეალურად „ოფშორების კანონი“ ივანიშვილს იმისთვის სჭირდებოდა, რომ 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ნახატების კოლექციაზე, რომელიც მან საქართველოში შემოიტანა, გადასახადები არ გადაეხადა.

bm.ge გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებებზე ვიცე-პრემიერის პასუხით დაინტერესდა.

“ამ["ოფშორების შესახებ"] კანონს ადრე უკვე გამოვეხმაურე და ახლა, იგივეს გავიმეორებ. ასეთი ტიპის საგადასახადო სტიმულები, ზოგადად, მისასალმებელია. არ არის მარტივი, რომ ერთსულოვანი პოზიცია არსებობდეს. გვესმის, რომ ფინანსთა სამინისტროს უფრო კონსერვატიული პოზიცია ექნება, მაგრამ ის ინიციატივა, რომელიც ქვეყანაში მეტი აქტივის რელოკაციას შეუწყობს ხელს, ჩვენთვის მისასალმებელია. ამ ინიციატივას მხარი ადრეც დავუჭირე, როცა ის იყო მიღებული და ახლაც იგივე პოზიციაზე ვრჩები.

გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებებს რაც შეეხება, ეს უბრალოდ გულდასაწყვეტია. ვფიქრობ, რომ ეს ნორმალური ურთიერთობის ზღვარს გადაცდა. სამწუხაროა, რომ ეს ინტერვიუ საარჩევნო პროცესის ნაწილი იყო და ამ პროცესმა, რომელიც სამართლებრივი პროცესია, პოლიტიკური ელფერი მიიღო. არ გაგიკვირდებათ, რომ ეს მედიასაშუალების მხრიდან სკანდალური ინფორმაციის გავრცელების მცდელობა იყო, რაც გულდასაწყვეტია", - თქვა ლევან დავითაშვილმა.

კითხვაზე, სჯერა თუ არა მას, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილს ფული მოჰპარა, მინისტრმა უპასუხა: "როგორც იცით, პროცესი მიმდინარეობს… ვიცნობ რა ორივეს, შემიძლია გითხრათ, რომ ამ პროცესთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები კონკრეტულად იტყვიან".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები