მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი უკვე მესამედ გადაიდო

სასამართლო

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელიის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მესამედაც გადაიდო. როგორც bm.ge-ის მისმა ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განუცხადა, პროცესი რომელიც 14 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო, სავარაუდოდ, თებერვლისთვის გადაიდო, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია.

ადვოკატი ამბობს, რომ სამივე შემთხვევაში მიზეზი იდენტურია. მახარაშვილის განმარტებით, საქმის განხილვის გადადება ბრალდების მხარემ, მტკიცებულებათა მოპოვებისთვის დამატებითი დროის საჭიროების არგუმენტით ითხოვა, რაც უკვე მესამედ ხდება.

"პროცესი, რომელიც 14 დეკემბერს უნდა გამართულიყო ისევ, უკვე მესამედ გადაიდო. გადადების მიზეზი ყველა შემთხვევაში განხილვის გადადება ბრალდების მხარემ, მტკიცებულებათა მოპოვებისთვის დამატებითი დროის საჭიროების არგუმენტით ითხოვა", - განაცხადა მახარაშვილმა.

შეგახსენებთ, სასამართლო პროცესი ჯერ 30 აგვისტოს უნდა გამართულიყო, შემდეგ 24 ოქტომბერს, შემდეგ კი, 14 დეკემბერს.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისებაში ადანაშაულებს. საქმეზე სასამართლომ ბაჩიაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ასევე, საქმის გამოძიების დასრულებამდე, ქვეყნის დატოვება აეკრძალა და მისი კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა. თავად ბრალდებულმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.

ცნობისთვის, საქმე ეხება 2015-2017 წლებში განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები