მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ჩიკვაიძის ბრალდებები დეზინფორმაციაა. მას სურს, პასუხისმგებლობა აირიდოს - “ელთ ბილდინგი”

ელტ ბილდინგი

სამშენებლო კომპანია “ელთ ბილდინგის” იურისტი "რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმის“ დამფუძნებლის, გიორგი ჩიკვაიძის მიერ გაჟღერებული ბრალდებებს დეზინფორმაციას უწოდებს, რომლის მიზანსაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდება წარმოადგენს. ამის შესახებ კომპანიის იურისტმა ვიტალი ხალვაშმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქმე ისაა, რომ “ელთ ბილდინგი” კომპანია "რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმის“ მფლობელებს 416 000 ევროს ედავება, რომელიც ამ უკანასკნელის მიერ იახტის შეძენის შეუსრულებელ ვალდებულებას უკავშირდება. გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ბრალდება წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო - თითოეულს 50 000 ლარი და საზღვრის კვეთის აკრძალვა. საქმის არსებითი განხილვა ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. თავად გიორგი ჩიკვაიძე კი ირწმუნება, რომ ბიზნესში პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როცა „ანტისახელმწიფოებრივი დავალების“ შესრულებაზე უარი თქვა.

“ელთ ბილდინგის” წარმომადგენლებმა დავის დეტალების შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

„გიორგი ჩიკვაიძის მიერ გაჟღერებული ბრალდებები, რომლებიც ჩვენს კომპანიას და საქართველოს პროკურატურას ეხება, არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია. ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ჩვენს და პროკურატურის დისკრედიტაციას, ვინაიდან მას სურს, რომ პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს და მსხვერპლის მანტია მოირგოს. მის მიერ გაჟღერებული ფაქტები და ინფორმაცია ერთ რამეს ემსახურება, რომ როგორმე დააღწიოს თავი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას“,- თქვა “ელთ ბილდინგის” იურისტმა ვიტალი ხალვაშმა.

რაც შეეხება დავის დეტალებს, კომპანია “ელთ ბილდინგის“ განცხადება შემდეგია:

„დეველოპერული კომპანიაელთ ბილდინგსადარამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმასშორის 2022 წლის სექტემბერში ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაცრამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმისმფლობელებმა გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა კომპანიაელთ ბილდინგისმიმართ იახტის ჩამოყვანის ვალდებულება აიღეს, რისთვისაც კომპანიაელთ ბილდინგმარამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმისანგარიშზე 416 000 ევრო ჩარიცხა. ხელშეკრულების თანახმად, იახტის ჩამოყვანის ვადა 2023 წლის აგვისტოს თვე განისაზღვრა.

ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, მხარეებს შორის ყოველდღიური კომუნიკაციიის დროსრამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმასმფლობელები გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი, კომპანიაელთ ბილდინგისმენეჯმენტს არწმუნებდნენ, რომ შეძენილი იახტა ტრანსპორტირების პროცესში იყო, თურქეთის წყლებში იმყოფებოდა და დამკვეთი კუთვნილ იახტას ოქტომბრის თვეში მიიღებდა, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ იახტა, რომელშიც კომპანიაელთ ბილდინგმათანხა გადაიხადა რეალურად არ არსებობდა.

გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი კომპანიაელით ბილდინგისკომერციულ დირექტორს ვალერი გურგენაძეს იახტის შეძენის შეთავაზებით 2022 წლის აგვისტოს თვეში დაუკავშირდნენ. მხარეებს შორის კომუნიკაცია კომპანიარამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმასმფლობელების ინიციატივით, მას შემდეგ შედგა, როცა კომპანიაელთ ბილდინგმა. ბათუმის მერიასთან ახალი ბულვარის სანაპირო ზოლში იახტ კლუბის მოწყობის შესახებ ზეპირსიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და სარეკლამო - მარკეტინგული მიზნით, ფოტო რენდერები საიტსა და სოციალურ ქსელებში განათავსა. ცნობისთვის, კომპანიაელთ ბილდინგი. ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს. კომპლექსის მდებარეობა კი იძლევა იახტ კლუბის მოწყობის შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკის განვითარებას.

კომპანია “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ მფლობელებმა კომპანია “ელთ ბილდინგის” კომერციულ დირექტორს სატელეფონო საუბარში განუცხადეს, რომ საცხოვრებელ კორპუსში ფართების შეძენა სურდათ. სწორედ ამ მიზნით შედგა პირველი კომუნიკაცია, რის შემდეგაც გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა “ელთ ბილდინგის” მენეჯმენტს იახტების ჩამოყვანა შესთავაზეს. განხორციელდა შეხვედრა “ელთ ბილდინგის” დამფუძნებელთან, ელგუჯა თურმანიძესთანაც. ბიზნესგარიგება ურთიერთსასარგებლო პირობების გათვალისწინებით წარიმართა. რაც გულისხმობდა, რომ “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმა” “ელთ ბილდინგს” ზემოთ აღნიშნული თანხის გადახდის შემდეგ ჩამოუყვანდა იახტას, რომელსაც იჯარის ხელშეკრულებით ისევ “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმა“ აიღებდა მართვაში და ყოველწლიურად საკმაოდ სოლიდურ თანხას გადაუხდიდა თავად „ელთ ბილდინგს“.

მხარეებს შორის კომუნიკაციის პერიოდში, „ელთ ბილდინგის“ იურიდიულმა დეპარტამენტმა გადაამოწმა კომპანია “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ საქმიანობა. იმ დროს კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი სწორედ გიორგი ჩიკვაიძე იყო. კომპანიას არ გააჩნდა საგადასახადო ვალდებულებები და არ ედო ყადაღა. ამასთან ერთად, მოხდა ორგანიზაციის შესწავლაც. კომპანიის საქმიანობა არ ბადებდა ეჭვებს, ამიტომ შპს „ელთ ბილდინგმა“ გადაწყვიტა აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობა.

ხელშეკრულების გაფორმებამდე კი შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა და საქმიანი კომუნიკაცია. ნდობის განმტკიცების მიზნით, კომპანია “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ მფლობელებმა კომპანია “ელთ ბილდინგის” დამფუძნებლისა და კომერციული დირექტორის საფრანგეთში ვიზიტი უზრუნველყვეს, სადაც შეირჩა მისაღები მოდელი, თუმცა გიორგი ჩიკვაიძემ იტალიურ მწარმოებელზე შეაჩერა ყურადღება და “ელთ ბილდინგის” მენეჯმენტი დაარწმუნა, რომ გაცილებით დაბალ ფასად შეიძენდა იახტას, რადგან მათთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებდა.

კომპანია “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ მფლობელებმა კომპანია “ელთ ბილდინგს ყალბი ინფორმაცია რამდენჯერმე მიაწოდეს. 2023 წლის ოქტომბერში ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, კომპანიის მფლობელებმა ჯერ განაცხადეს, რომ იახტა ტრანსპორტირების პროცესში იყო, შემდეგ კი დამკვეთს აუწყეს, რომ იახტა დაზიანებული აღმოჩნდა და შეკეთების მიზნით უკან დააბრუნეს. შექმნილი ვითარების განმუხტვის მიზნით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი კომპანია “ელთ ბილდინგთან” დამატებით ხელშეკრულებებს აფორმებდნენ. კომპანია “ელთ ბილდინგი” კომპანია “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ პერიოდულად იახტის შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტაციას სთხოვდა, თუმცა დოკუმენტაციის წარდგენა კომპანიამ ვერ შეძლო. კომპანიის მფლობელებმა საბოლოოდ აღიარეს, რომ რეალურად იახტა არ არსებობდა და “ელთ ბილდინგის” მიერ მათი კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას უკან დააბრუნებდნენ, მას შემდეგ რაც იგრძნეს რეალური საფრთხე რომ „ელთ ბილდინგი“ მზად იყო ეჩივლა შესაბამის ორგანოებში თაღლითობს ფაქტზე, 2023 წლის იანვარში, დააბრუნეს თანხის მხოლოდ 10%, დარჩენილი ნაწილის დაბრუნება კი მორიგი სიცრუე და ყალბი დაპირება აღმოჩნდა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის მიმართ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმე მსხვილი თაღლითობისა და გაფლანგვის ფაქტზე აღიძრა. სამშენებლო კომპანია “ელთ ბილდინგი” კომპანია „რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ მფლობელებს 416 000 ევროს ედავება. გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს 7-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ“,- აღნიშნულია “ელთ ბილდინგის” პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები