ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” თავს დაესხნენ საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა და პრემიერ მინისტრს, პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელს გიორგი გახარიას.ინციდენტის ანუ თავდასხმის შემდეგ, გიორგი გახარია გადაიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაცსამედიცინო დახმარებასთან ერთად, პირველადი გამოკვლევებიც ჩაუტარდა. აი რას წერს ინციდენტის შემსწრე გამოცემა "მთის ამბები"-ს რედაქტორი გელა მთივლიშვილი:გიორგი გახარიას ქართული ოცნებისარალეგიტიმური პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დაესხნენ თავს. მისი ცნობით, გიორგი გახარია კლინიკაშია გადაყვანილი.
"რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, “შერატონში”, რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე, გიორგიმანველიძე და სხვები ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას, მანამდე ჩვენს მეგობარს, რომელიც ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი", - წერს სოციალურ ქსელში გელა მთივლიშვილი და აქვეყნებს ფოტოებს ინციდენტის ადგილიდან.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტს ადასტურებენ პარტია "საქართველოსთვის" პრესსამსახურშიც.