„საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, საჩხერეს გარკვეული უპირატესობა აქვს და ეს უპირატესობა გამოვლენილია საჩხერის ჯანდაცვის სისტემაში, განათლების სისტემის ინფრასტრუქტურაში და ბევრ სხვა რამეში. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ, ზოგიერთი ჩვენი ეკონომიკურად ძალიან სუსტ მდგომარეობაში მყოფი რეგიონებისთვის, რა თქმა უნდა, საჩხერე შეიძლება იყოს მაგალითი, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საჩხერე მაგალითი არამარტო "სუსტ მდგომარეობაში" მყოფი რაიონებისთვის უნდა ყოფილიყო, არამედ სანიმუშო მთელი საქართველოსთვის.
"სხვა რეგიონებისგან საჩხერეს ერთი რამ განასხვავებს - ის უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, თუ როგორი საქართველო გვინდა, რომ დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში პირდაპირი წვლილია ბიძინა ივანიშვილის"- 21 სექტემბერს განაცხადა გიორგი გახარია,