მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია - წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ბრილიანტი

5eda74bcdedca
BM.GE
05.06.20 21:35
2826
შეიძლება, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, დროში ცოტა ჩამოვრჩეთ, მაგრამ წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის შემდგომი ბრილიანტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ გეოგრაფიულად, დღეს, წყალტუბო, ტურისტული თვალსაზრისით, ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა, რომელსაც სჭირდება ინვესტიციები.

„ყველაფერთან ერთად, ყველაზე მიმზიდველი, ბევრი თვალსაზრისით, ჯერ ერთი, წყალტუბოს ტრადიციებით. წყალტუბო, როგორც ტურისტული ბრენდი, უკვე ჩამოყალიბებულია. მას სჭირდება იმ ძველი ისტორიის აღდგენა, თანამედროვეობის გარკვეული ხარისხის ნიშნის დამატება და ეს ყველაფერი იქნება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები