"არავინ არ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური ეკონომიკა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, გახარიას თქმით, "ფაქტი ერთია, რომ გლობალური კონკურენცია პოსტპანდემიურ ეპოქაში აბსოლუტურად სხვა იქნება, ვიდრე აქამდე იყო".
„ჩვენი ძირითადი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ქვეყანამ მინიმალური ზარალი მიიღოს ეკონომიკური თვალსაზრისით, რათა პოსტპანდემიური, გლობალური კონკურენციის პირობებში ჰქონდეს მაქსიმალურად კარგი სასტარტო პირობები. ეს ჩვენი ძირითადი ამოცანაა და ამას ემსახურება ჩვენი ეკონომიკური გეგმაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




























