მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია დავოსში ილჰამ ალიევს შეხვდა

5e286ba383ec2
თელარა გელანტია
22.01.20 19:32
958
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

როგორც მთვრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოკლე პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის კიდევ ერთი შეხვედრა ორმხრივი ურთიერთობების მაღალი დონის დინამიკაზე მიუთითებს.

"საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს, ასევე - ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხებს.

პრემიერ-მინისტრი გახარია და პრეზიდენტი ალიევი შეთანხმდნენ, რომ ინტენსიური კომუნიკაცია მათ შორის მომავალშიც გაგრძელდება", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები