მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: საქართველოში იმდენი ადგილია, სირცხვილიც კია, რომ არ გვინახავს

5ee08cf298368
ინგა მურუსიძე
10.06.20 12:00
1146
საქართველოში იმდენი ადგილი არ გვაქვს ნანახი, სირცხვილიც კია, მაგრად უნდა ვიმუშაოთ შიდა ტურიზმზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლში განაცხადა.

"ახლა მაგრად უნდა ვიმუშაოთ შიდა ტურიზმზე. ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში. იმდენი ადგილია, სირცხვილიც კია, რომ არ გვინახავს. გვაქვს ახლა ამის შესაძლებლობა და მოვიაროთ საქართველო, ვნახოთ ყველა ის კუთხე, რომელიც იმსახურებს, რომ ვნახოთ. ვალდებულებიც ვართ, ასე მოვიქცეთ, ჩვენს შვილებს უნდა ვანახოთ და უკეთესად მოვემზადოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტურად, ხალისიანად, კარგად დავხვდეთ უცხოელ სტუმრებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, საქართველო ტურისტების მიღებას 15 ივლისიდან გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები