ჩეხეთის პრეზიდენტი კვირის ბოლოს მოუწოდებს მსოფლიოს, რომ თუ სურთ რუსეთის აჩვენონ რეალური ძალა და კბილები,დროა ქვეყანა ჩაიხსნას არა მხოლოდ ინტერნეტისგან, არამედ სრულად გაითიშოს ყველა ტიპის ინფრასტრუქტურისგან, დაწყებული კოსმოსური თანამგზავრები, დასრულებული საერთაშორისო საფინანსო სისტემა. ასე ფიქრობს ჩეხეთის მოქმედი პრეზიდენტი და წარსულში სამხედრო გენერალი პეტრ პაველი. ამერიკის საელჩო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს გაფრთხილდნენ რადგან რუსეთისგან უახლოეს მომავალში მოსალოდნელი განსაკუთრებული საჰაერო თავდასხმები. და ეს თავდასხმები შესაძლოა მოხდეს ნებისმიერ დროს და უახლოეს 24 საათშიო, ამიტომ, თავშესაფრების მახლობლად განთავსდითო. ეს ყველაფერი ახდა, კიევზე გუშინ მასირებული თავდასხმა შედგა, 40 ზე მეტი ბალისტიკური რაკეტის და ათეულობით დრონების გამოყენებით. რუსეთს ამასობაში უკრაინის გარდა, მაგრად ჰყავს სამიზნეში ამოღებული ნიკოლ პაშინიანი. ჩამოყალიბდი, ევროპისკენ თუ მიდიხარ, რუსული ფასები გაზზე ვერ იქნებაო, ჩართეს ეგრევე პოლიტიკური იარაღი რუსმა მმართველებმა. პაშინიანი კი აცხადებს, ხალხი არჩევნებზე 50 % ზე მეტი თუ იტყვის რომ არ გვინდიხარ, მე არ დავრჩები სამსახურში და წავალ, რადგან მე ხალხის მსახური ვარო. თუმცა, 50% ზე მეტი თუ იტყვის, დარჩიო - ცხადია, ნიკოლი დარჩებაო. საქართველოში გამორჩეული ამბავი საზოგადოების მორიგი საოცარი სოლიდარობა და გვერდში დგომა გახლდათ რაც სპონტანურად წამოიწყეს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების საჭიროებებისთვის, წამოიწყო ახალგაზრდებმა რომლებიც გაერთიანებულნი არიან ჯგუფში დაიცავი ილიაუნი და სწორედ, ამ ჯგუფის სახელით ხდება თანხების შეგროვება. დღეს დილისთვის, დადასტურებულია- დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების საჭიროებებისთვის უკვე მილიონ ნახევარი ლარი იყო შეგროვებული. ასეთი გამორჩეული სიყვარული სითბო და სოლიდარობა შეუძლია ერთი პატარა ქვეყნის ხალხს, როცა საქმე ეხება ადამიანს და სიცოცხლეს. მილიონ ნახევარი ლარი.


































