მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რატომ უწევს მთავრობას ინფრასტრუქტურის დაფინანსების შემცირება 2026 წელს

გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2026 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის ხარჯების შემცირება ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის წარდგენისას ის მომდევნო წელს სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შემცირების შემცირების მიზეზებს განმარტავს.

გიორგი კაკაურიძის თქმით, ორ კვირაში ფინანსთა სამინისტრო წარადგენს ბიუჯეტის განახლებულ პროექტს, სადაც ინფრასტრუქტურის ხარჯებზე მეტი აქცენტი იქნება გაკეთებული. არსებული მდგომარეობით, 2026 წლის ბიუჯეტით ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 28 მილიონი ლარით მცირდება, ასევე 470 მილიონი ლარით იკლებს განათლების სამინისტროს ბიუჯეტი, რაც ძირითადად სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაფინანსების შემცირებას უკავშირდება.

"ის რომ ინფრასტრუქტურის ნაწილში გვაქვს შემცირება, ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა რასაც ვხედავთ. როდესაც ვსაუბრობთ პარამეტრების დაზუსტებაზე, ვსაუბრობთ იმაზე რომ რაც შეიძლება მეტი რესურსი მოხმარდეს ინფრასტრუქტურას. გაცხადებული მიზანია რომ ინვესტიციები უნდა იყოს მშპ-ის 8%-მდე, სამწუხაროდ გვიწევს შემცირება, რადგან მიმდინარე ხარჯების ნაწილში გვაქვს ზრდა. ხელფასების ნაწილში 280 მილიონი ლარით, ასევე მუნიციპალიტეტებშიც გვაქვს ზრდა სახელფასო. ასევე ჯანდაცვის და საპენსიო მომსახურების მხრივ 800 მილიონი ლარის ზრდა გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროს კუთხით. შემცირება გვაქვს ინფრასტრუქტურის კუთხით, მაგრამ გვინდა დავაზუსტოთ მაჩვენებლები და მაქსიმალურად დიდი თანხა მივმართოთ ამ კუთხით. ბევრი ახალი პროექტი იგეგმება მომდევნო წელს, მათ შორის ახალი გზების დაწყება, ესაა ბათუმი-სარფის მაგისტრალი, ასევე თბილისის შემოვლითი გზა. რესურსი რაც გვაქვს უნდა მივმართოთ ისე, რომ არ დავარღვიოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა,"- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

2026 წლის ბიუჯეტის პროექტი არსებული მდგომარეობით (1 დეკემბერს ფინანსთა სამინისტრო მას განაახლებს)

დასახელება 2026 წლის გეგმა ლარები ზრდა/კლება ლარებში 2025 წლის ბიუჯეტთან შედარებით
მთლიანი ასიგნებები 30,475,852,000 2,534,122,000
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 9,620,760,000 800,760,000
ინფრასტრუქტურის სამინისტრო 3,096,850,000 -28,150,000
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2,615,309,000 -469,691,000
თავდაცვის სამინისტრო 1,800,000,000 70,000,000
შინაგან საქმეთა სამინისტრო 1,473,000,000 78,000,000
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 1,142,500,000 195,491,000
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 855,761,000 47,661,000
იუსტიციის სამინისტრო 442,435,000 435,000
კულტურის სამინისტრო 319,277,000 6,000,700
სპორტის სამინისტრო 295,410,000 -2,940,500
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 265,000,000 13,500,000
საგარეო საქმეთა სამინისტრო 220,000,000 5,000,000
საერთო სასამართლოები 160,000,000 -4,500,000
ფინანსთა სამინისტრო 130,000,000 9,000,000
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 120,500,000 10,500,000
რეგიონული განვითარების სამინისტრო 110,400,000 110,400,000
საზოგადოებრივი მაუწყებელი 101,190,000 0
პროკურატურა 95,500,000 24,750,000
პარლამენტი 91,544,000 -1,412,500
ცენტრალური საარჩევნო კომისია 43,745,000 -85,373,000
მთავრობის ადმინისტრაცია 30,000,000 1,000,000
აუდიტის სამსახური 26,241,000 962,000
საპატრიარქო (საბიუჯეტო დაფინანსება) 25,000,000 0
ვეტერანების საქმეთა სამსახური 23,500,000 2,000,000
უზენაესი სასამართლო 22,000,000 1,200,000
– ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 19,000,000 1,000,000
სტატისტიკის ეროვნული სამსახური – საქსტატი 18,500,000 -9,500,000
იურიდიული დახმარების სამსახური 15,500,000 700,000
ანტიკორუფციული ბიურო 14,500,000 1,300,000
იუსტიციის უმაღლესი საბჭო 13,000,000 400,000
სახალხო დამცველის აპარატი 10,800,000 500,000
პრეზიდენტის ადმინისტრაცია 10,500,000 500,000
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 9,500,000 500,000
რელიგიის საკითხთა სააგენტო 7,700,000 100,000
საკონსტიტუციო სასამართლო 7,500,000 700,000
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 7,000,000 500,000
მეცნიერებათა ეროვნული აკადემია 6,700,000 900,000
ფინანსური მონიტორინგის სამსახური 5,500,000 500,000
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატი 5,300,000 600,000
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია 4,100,000 500,000
სავაჭრო-სამრეწველო პალატა 2,450,000 150,000
გრანტის მართვის სააგენტო 1,650,000 1,650,000
რწმუნებულის ადმინისტრაცია ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში 1,600,000 50,000
რწმუნებულის ადმინისტრაცია აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში 1,500,000 50,000
რწმუნებულის ადმინისტრაცია ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში 1,500,000 50,000
რწმუნებულის ადმინისტრაცია ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში 1,320,000 85,000
რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში 1,300,000 80,000
რწმუნებულის ადმინისტრაცია ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 1,300,000 50,000
რწმუნებულის ადმინისტრაცია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში 1,250,000 70,000
რწმუნებულის ადმინისტრაცია ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში 1,200,000 80,000
რწმუნებულის ადმინისტრაცია გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში 1,200,000 50,000
ენის დეპარტამენტი 1,200,000 50,000
ბიზნესომბუდსმენის აპარატი 1,000,000 50,000
სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი 780,000 35,000
საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო 700,000 0

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები