პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ერთპარტიულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის წარდგენისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ საბიუჯეტო გრანტების ნაწილი მიმართული არ იყო კონკრეტული პროექტების დაფინანსებაზე და ის ბიუჯეტის ზოგადი შემოსავლების ნაწილი იყო. ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, 2024 წელს ანალოგიური კატეგორიის გრანტების მოცულობა 25 მილიონ დოლარს, ანუ 70 მილიონ ლარს შეადგენდა და ის 2025 წლის ბიუჯეტში აღარ იქნება, თუმცა ეს არცერთ პროექტზე არ მოახდენს გავლენას.
"ეს არის საბიუჯეტო გრანტები, რომლებიც პირდაპირ ვინმეს დასაფინანსებლად არ არის მიმართული, მას არ აქვს კონკრეტული დანიშნულება. წელს იყო დაახლოებით 25 მილიონი დოლარის ფარგლებში, რის ჩამორიცხვასაც ველოდებით, მომდევნო წელს ეს თანხა არ არის გათვალისწინებული,"- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტით, 2024 წელთან შედარებით საერთაშორისო გრანტები 91 მილიონი ლარით შემცირდება და ის მომდევნო წელს 59.9 მილიონი ლარით განისაზღვრება. ეს კლება დაკავშირებულია თავად EU-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან საქართველოსთვის განსაზღვრული 121 მილიონი ევროს სამწლიანი დაფინანსება შეაჩეროს, რაც მთავრობის მიერ დემოკრატიის უკუსვლას უკავშირდება.
საგრანტო დაფინანსების გეგმა 2025 წლისთვის ასე ნაწილდება:
საგრანტო პროექტის დასახელება | 2024 წელს, ლარი | 2025 წლის პროექტი, ლარი | სხვაობა ლარი |
ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU) | 63,000,000 | 0 | -63,000,000 |
ENPARD IV - ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის IV (EU) | 16,900,000 | 0 | -16,900,000 |
უნარების განვითარება და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა (EU) | 12,600,000 | 0 | -12,600,000 |
ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში (KfW) | 11,500,000 | 7,500,000 | -4,000,000 |
EU4 მდგრადი მმართველობა და მოქნილობა (EU) | 7,500,000 | 0 | -7,500,000 |
თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი (CEB, E5P) | 5,300,000 | 6,000,000 | 700,000 |
აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (EU, KfW) | 5,000,000 | 7,000,000 | 2,000,000 |
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა (KfW) (EU-NIF, KfW) | 3,000,000 | 2,534,000 | -466,000 |
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა (DiMMA) (IFAD) | 2,500,000 | 7,100,000 | 4,600,000 |
საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა (AFD, WB) | 2,500,000 | 0 | -2,500,000 |
ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება (EU, AFD) | 2,400,000 | 2,000,000 | -400,000 |
დაცული ტერიტორიების განვითარება (CNF, WB-TF) | 2,300,000 | 2,500,000 | 200,000 |
საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის პროგრამა (KfW, EBRD) | 2,300,000 | 0 | -2,300,000 |
საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება (NEFCO, E5P) | 2,000,000 | 7,500,000 | 5,500,000 |
იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) | 2,000,000 | 450 | -1,999,550 |
ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი (SIDA, EBRD) | 1,600,000 | 0 | -1,600,000 |
პროფესიული განათლების პროგრამა 1 (KfW) | 1,500,000 | 1,900,000 | 400,000 |
ჩრდილოეთის რგოლი (EBRD), ნამახვანი - წყალტუბო - ლაჯანური (EU-NIF, EBRD, KfW) | 1,450,000 | 500 | -1,449,500 |
ქუთაისის წყალარინების პროექტი (EPTATF, EIB) | 1,200,000 | 2,000,000 | 800,000 |
500 კვ ეგხ "წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი" (EU-NIF, KfW) | 1,000,000 | 900 | -999,100 |
მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (KfW) | 1,000,000 | 500 | -999,500 |
ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V) (KfW) | 1,000,000 | 500 | -999,500 |
ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა (KfW) | 700 | 100 | -600 |
საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის პროგრამა (EBRD, KfW) | 600 | 0 | -600 |
გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (EU-NIF, KfW) | 150 | 0 | -150 |
საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (ADB, AFD, EIB) | 0 | 1,450,000 | 1,450,000 |
საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება (NEFCO, E5P) | 0 | 0 | 0 |
საქართველოს მწვანე მიმართულებაზე გადასვლა (KfW, AFD) | 0 | 975 | 975 |
მდგრადი ურბანული განვითარება - ურბანული მობილობა ბათუმში (KfW) | 0 | 2,500,000 | 2,500,000 |
მდგრადი ურბანული მობილობა (KfW) | 0 | 1,000,000 | 1,000,000 |
ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და შენობების ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან მიახლოება (KfW) | 0 | 5,000,000 | 5,000,000 |