ამსტერდამის "აიაქსმა" საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
როგორც ირკვევა, მიქაუტაძემ ამსტერდამელებთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, ფრანგულმა "მეცმა" კი მის სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო მიიღო, თუმცა, ეს თანხა, ბონუსების წყალობით, შესაძლოა, 19 მილიონამდე გაიზარდოს.
აქამდე 16 მილიონი ევრო 2001 წელს "მილანმა" კახა კალაძეში გადაიხადა, შესაბამისად მიქაუტაძე საქართველოსთვის სარეკორდო ადგილს სწორედ მასთან იყოფს.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ლიონშია დაბადებული და "ოლიმპიკ ლიონის" აღზრდილია. მას 2021 წლამდე მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეობა ჰქონდა, სანამ საქართველოს სახელით თამაშს გადაწყვეტდა.