მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი მიქაუტაძე “მეცში” იჯარის წესით დაბრუნდა

მიქაუტაძე მეცი

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც ამსტერდამის “აიაქსში” თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მიეცა, იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ფრანგულ “მეცში” იასპარეზებს.

წარმატებულად ასპარეზობის შემთხვევაში ფრანგულ კლუბს მიქაუტაძის 10 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობაც ექნება. ფრანგულ გაზეთ L’Equipe-ს ინფორმაციით, „აიაქსს“ ქართველი თავდამსხმელის სანაცვლოდ გადასახდელი 16 მილიონი ევრო სამ ნაწილად უნდა დაეფარა, მაგრამ ნიდერლანდელებს მხოლოდ მესამედი აქვთ გადახდილი, აქედან გამომდინარე ზაფხულში შესაძლებელია “მეცმა” დარჩენილი თანხის მიღებაზე უარი თქვას და მიქაუტაძე ყოველგვარი თანხის სანაცვლოდაც მიიღოს.

მიქაუტაძე 2022/23 სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა, “მეცი” კი უმაღლეს, ლიგა 1-ში დააწინაურა. ქართველმა შემტევმა წლევანდელი სეზონი სწორედ საფრანგეთის პირველ ლიგაში დაიწყო და 3 შეხვედრაში 2 გოლისა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოასწრო, რის შემდეგაც 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ ამსტერდამის “აიაქსში” გადავიდა, სადაც სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლეოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები