მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი მიქაუტაძე რუსი ბიზნესმენის კომპანიის, VV Consulting-ის კლიენტი გახდა

მიქაუტაძე VV consulting

“ლიონისა” და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის ინტერესებს, ამიერიდან საფეხბურთო სააგენტო VV Consulting-ი დაიცავს. მონაკოში ბაზირებული კომპანიის მფლობელი, საფეხბურთო კლუბ “მონაკოს” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ვადიმ ვასილიევია.

ფრანგული გამოცემა Foot01-ის მიხედვით ეს ფაქტი იმის მანიშნებელია, რომ სამომავლოდ მიქაუტაძემ შესაძლოა კარიერა სწორედ “მონაკოში” გააგრძელოს.

“მიქაუტაძე მონეგასკულ კლუბში ტრანსფერთან ახლოს გასულ ზაფხულსაც იყო, თუმცა არჩევანი ემოციურ ფონზე, მშობლიურ ლიონზე შეაჩერა. VV Consulting-ი, რომელსაც პირველი ორი ინიციალი სწორედ ვადიმ ვასილიევის სახელის მიხედვით აქვს მინიჭებული და საკუთარ ქსელს საფრანგეთის მიწაზე აფართოებს. მან კლუბის ხელმძღვანელობის დატოვების შემდეგ საკუთარი სპორტული საკონსულტაციო და მენეჯმენტის სააგენტო დააარსა, რომლის შემადგენლობაშიც ისეთი ფეხბურთელები არიან, როგორებიც: ჟორდან ვერეტუ (“ლიონი”), ტეჟი სავანიე (“მონპელიე”), კარიმ კონატე (“ზალცბურგი”) და ახლა უკვე გიორგი მიქაუტაძე არიან.

მიქაუტაძისთვის აგენტის შეცვლა არ უნდა იყოს უბრალო შემთხვევითობა, თანაც მაშინ როცა “ლიონი” ფინანსურ კრიზისში იმყოფება. კლუბის ხელმძღვანელი ჯონ ტექსტორი კი ის ადამიანია, რომელიც ეკონომიკური კეთილდღეობის მისაღებად გიორგის სარფიანად გასხვისებაზე უარს არ იტყვის” - ნათქვამია Foot01-ის სტატიაში.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძე “მეციდან” “ლიონში” 18,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და კლუბთან ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები