მიუხედავად სირთულეებისა, რომლებიც პანდემიის გამო შეგვექმნა, მაინც მოვახერხეთ „ევრონიუს საქართველოს“ დროულად გაშვება ეთერში. მაუწყებლობის იმ ვადებში დაწყება, როგორც საქართველოს საზოგადოებას დავპირდით, – ამის შესახებ "სილქნეტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა განაცხადა.
"განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მაუწყებლობას 26 მაისს ვიწყებთ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი საინფორმაციო არხი დიდ სარგებლობას მოუტანს ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, სწორედ ამან შეგვაძლებინა ამ რთულ დროს „ევრონიუს საქართველოს“ ეთერში გაშვება", – აღნიშნა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, "ევრონიუს საქართველო" დღეიდან გავიდა ეთერში.