21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, გიორგი სარდალაშვილმა მისთვის სადებიუტო პარიზის ოლიმპიადა მედლის გარეშე დაასრულა.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა ტურნირი დღეს დაიწყო, სადაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე იღებდა მონაწილეობას. ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა. მან რეპეშაჟში კორეელი კიმი იპონით დაამარცხა, მაგრამ შემდეგ გადამწყვეტ ბრძოლაში ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტთა ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება. 3 აგვისტოს კი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს. პარიზი 33-ე ოლიმპიურ თამაშებს 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით მასპინძლობს და მასში 28 ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ოლიმპიადის პირველი დღე მედლის გარეშე დასრულდა.