მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

GITA-მ ბოტსვანას დელეგაციასთან ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ბოტსვანა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ბოტსვანას დელეგაციასთან ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

GITA-ს ინფორმაციით, ავთანდილ კასრაძემ ბოტსვანას რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს და ფინანსთა მინისტრს ნდაბა ნკოსინატი გაოლატეს და სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებს ტექნოპარკში უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია.

"შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების მიმართულებით. ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობა და არსებული პროგრამები გააცნო, ასევე მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სტარტაპების მხარდაჭერის მექანიზმები, რეგიონული ტექნოპარკების ქსელის მართვა და ადამიანური კაპიტალის განვითარება IT სექტორში.

ვიზიტის დასასრულს ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის გაძლიერებას", - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ პრესრელიზში.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებმა ბოტსვანის დელეგაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები