მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GITA-მ ₾25 000-იანი საგრანტო პროგრამა სამ რეგიონში გამოაცხადა

gita

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებისთვის, რეგიონალურ საგრანტო პროგრამაზე განაცხადების მიღება გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, რეგიონული საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას. ამასთან, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

„საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს საქართველოს ყველა რეგიონიდან გამოვლინდა 41 გამარჯვებული პროექტი. 2024 წელს კი აღნიშნული პროგრამა განხორციელდა საქართველოს 6 რეგიონში და გამოვლინდა 24 გამარჯვებული.

მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 9 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით საშუალება ეძლევათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge -ის მეშვეობით განაცხადები წარადგინონ. საგრანტო წინადადებებს შეაფასებს კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით და შერჩეული სტარტაპები კომისიის წინაშე წარსადგენად გაივლიან გადამზადების სპეციალურ კურსს, რომელიც ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“ მოიცავს. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს შეუძლია. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები