მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GITA-ს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო

GITA
17.10.24 13:03
1659

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეცამეტე რაუნდის ფინალური ეტაპი დაიწყო. სამი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ.

ჟიური, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული, შედგება შემდეგი პირებისგან:

  • მარვინ ლიაო - ინვესტორი, მენტორი და მრჩეველი. Gamegroove Capital-ის პარტნიორი.
  • ბილ რაიჰართი - 20 წელზე მეტი გამოცდილების ინვესტორი, მეწარმე, ვენჩურული კაპიტალისტი, მენტორი, სპიკერი, მრჩეველი და ლექტორი.
  • საშა მიჩაუდი- გლოვოს თანადამფუძნებელი, ანტერპრენერი, ინვესტორი და მრჩეველი.
  • ქრისტოფერ ბერი - მეწარმე, ტექნოლოგიების ლიდერი, ინვესტორი და სპიკერი, აშშ-ს ბაზრის წვდომის ცენტრის (US Market Access Center USMAC) აღმასრულებელი დირექტორი, არის აქტიური ენჯელ ინვესტორი, 2005 წლიდან - მეწარმეების ტრენერი და მენტორი.
  • ტიმ ვაგნერი - ინვესტორი მრავალწლიანი გამოცდილებით, როგორც მარკეტინგის, ასევე პროდუქტების განვითარებისა და ბიზნეს გუნდების მართვის მიმართულებით.

გამარჯვებულები 2024 წლის 19 ოქტომბერს გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2024 წლის 1 ივლისს მეცამეტედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის თორმეტი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 235 სტარტაპი დაფინანსდა.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები