მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GITA-ს ვენჩერულმა საინვესტიციო ფონდმა 34 სტარტაპში $3.4 მლნ-ის ინვესტიცია ჩადო - წლიური ანგარიში

FDI

500 Georgia, L.P. ვენჩერულმა საინვესტიციო ფონდმა 2023 წელს 34 სტარტაპში 3.4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

აღნიშნულ ფონდში სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) მონაწილეობს, რომელმაც გასული წლის ანგარიში პარლამენტს წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, დაფინანსებული სტარტაპები ინდუსტრიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • HRTech – 18% (6 კომპანია);
  • Fintech – 15% (5 კომპანია);
  • AdTech / MarTech – 15% (5 კომპანია);
  • Edtech – 15% (5 კომპანია);
  • სხვა - 37% (13 კომპანია).

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მთავრობის განკარგულების შესაბამისად, 2022 წლის 27 დეკემბრიდან მონაწილეობს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია დელავერის შტატში. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia L.P.-ის კაპიტალში მონაწილეობა განსაზღვრულია მაქსიმუმ 5 მლნ აშშ დოლარით, რაც მოიცავს აგრეთვე ფონდის საკომისიოსა და სხვა ხარჯებს. თავად ფონდის ჯამურ სამიზნე ზომა 20 მლნ აშშ დოლარია, ხოლო ფონდის ვადა 10 წელი.

ფონდის მთავარი მიზანია 500 Startup აქსელერაციის პროგრამაში მონაწილე კომპანიებისათვის საწყისი კაპიტალის მიწოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები