მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გივი მიქანაძე ჩინელ კოლეგას შეხვდა და უმაღლესი განათლების რეფორმა გააცნო

ჰუაი ძინფენგი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პეკინში, ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრ ჰუაი ძინფენგს შეხვდა.

განათლების უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების საკითხები განიხილეს.

"გივი მიქანაძემ კოლეგას მადლობა გადაუხადა ჩინეთში მოწვევისთვის და უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმა გააცნო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას.

თავის მხრივ, ჰუაი ძინფენგმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები და სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების მზაობა გამოხატა", - იტყობინება განათლების სამინისტრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები