მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გივი მიქანაძე ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციას ხვალ წარადგენს

ირაკლი კობახიძე

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძე განათლების რეფორმის კონცეფციას ხვალ წარადგენს, ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიზნობრივ ჯგუფებთან ერთად განიხილება და პოზიციების შეჯერების შემდეგ მთავრობას წარედგინება.

„აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად მოამზადა ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი, რომელსაც ხვალ მე წარვადგენ საზოგადოების წინაშე საჯაროდ. ეს იქნება საკმაოდ ყოვლისმომცველი სასკოლო რეფორმა, რომელიც იგივე პროცედურებს დაექვემდებარება, როგორც უმაღლესი განათლების კონცეფციის შემთხვევაში გვქონდა, რომ ის მოხდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიზნობრივ ჯგუფებთან ამ დოკუმენტის შემდგომი განხილვა, კონკრეტული პოზიციების შეჯერება და საბოლოო დოკუმენტი უკვე მთავრობას წარედგინება. მთავრობის დამტკიცების შემდეგ კი ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ პარალელურ რეჟიმში, უმაღლესთან ერთად სასკოლო რეფორმის განხორციელებაც მოხდეს, რადგან საგანმანათლებლო საფეხურებს შორის კავშირი და მათ შორის ძლიერი ბმა არსებითად მნიშვნელოვანია რეფორმის ეფექტიანობისა და სრულყოფისთვის. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებული რეფორმა და რაც მთავარია, ფუნდამენტური რეფორმა განვახორციელოთ, რომელიც ჩვენს საზოგადოებასა და ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე არის ორიენტირებული“, - განაცხადა მიქანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები